ბლინკენი ეუთოს მინისტერიალზე ჩავა, სადაც ლავროვიც იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე ჩავა, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვიც მიიღებს.
წინა დღით, მინისტერიალს ბოიკოტი უკრაინის და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოუცხადეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენი ეუთოს ფარგლებში კოლეგებს შეხვდება.
აღნიშნულია, რომ დიპლომატი კიდევ ერთხელ დაადასტურებს “აშშ-ის ურყევ ვალდებულებას ეუთოს და მისი ძირითადი მისიის მიმართ – ქვეყნებს შორის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას, ადამიანის უფლებებზე განსაკუთრებული აქცენტით”.
ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ბლინკენი ლავროვთან შეხვედრას.