მოსკოვთან დრონი ჩამოაგდეს
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ ქალაქის სამხრეთით, პოდოლსკის რაიონში დილით დრონი ჩამოაგდეს.
სობიანინი ტელეგრამში წერს, რომ “პოდოლსკთან მოგერიებულია დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა და დაშავებულები არ არიან”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ “თვითმფრინავის ტიპის” დრონი გამთენიისას, ადგილობრივი დროით 7:30-ზეა ჩამოგდებული.