ჯანმო: ღაზაში დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე – დაბომბვისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში სამედიცინო სექტორში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაეროს თავშესაფრების შემოწმებისას ბავშვებსა და ჩვილებში დიარეა და რესპირატორული ინფექციები გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულები მკურნალობას ვერ იღებენ, ასევე, მკურნალობის გარეშე არიან ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, როგორებიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

ამასთან, ჩრდილოეთ ღაზაში იუნისეფის თანამშრომლები საომარი მოქმედებების შედეგად მძიმედ დაჭრილი ბავშვების შესახებ საუბრობენ.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი რეჟიმის მოწოდებით გამოდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები