“უნდა მოვემზადოთ რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საბრძოლო და სარაკეტო თავდასხმებისთვის” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში საომარ მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ საჭიროა რუსეთის მხრიდან გაძლიერებული სამხედრო ოპერაციებისა და სარაკეტო თავდასხმებისთვის მომზადება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მისი თქმით, „ჩვენ დავინახეთ უკრაინის ქალაქებზე დრონებით თავდასხმების ტალღა“.

“უნდა მოვემზადოთ გაძლიერებული საბრძოლო და გაზრდილი საჰაერო სარაკეტო თავდასხმებისთვის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ნატოს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას”, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ლიდერი ასევე მიესალმა ნატოს წევრი ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის, ნიდერლანდების და რუმინეთის მხრიდან დახმარების შესახებ ბოლოდროინდელ განცხადებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები