კარლ ბილდტი ბრალდებას პასუხობს

საქართველოსთან კომპანია „კრეაბის“ ხელშეკრულების გაფორმებასა და კორუფციაში კარლ ბილდტის მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი პასუხობს და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს.
სოციალურ ქსელში ბილდტი წერს, რომ იგი არ ყოფილა ჩართული „კრეაბის“ მიერ საქართველოს კლიენტად აყვანის პროცესში.
“ზოგადად, ვაცხადებ, რომ ვმუშაობდი, თუმცა არა ამ კონკრეტულ საკითხზე. ამას კორუფციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მე უკვე ვუპასუხე აფტონბლადეტს, რომ მე ამ საკითხზე საქართველოში არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია, 2006 წლამდეც კი. მე ვიყავი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის სექტემბრამდე, ვიყავი პასუხისმგებელი კომპანიიის გრძელვადიან განვითარებაზე, საბჭოს მუშაობაზე. საუბარი კორუფციაზე არის სიცრუე და ცილისწამება“, – აცხადებს ბილდტი.
შეგახსენებთ, რომ სანამ კარლ ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, პიარ სააგენტო ”კრეაბს” თავმჯდომარეობდა. (“კრეაბი” შვედური პიარ – სააგენტოა, რომელიც სტრატეგიულ კომუნიკაციებზეა ფოკუსირებულია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები