ირაკლი წერეთელი “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” განახლებას იწყებს

“ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” წევრი ირაკლი წერეთელი “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” განახლებას იწყებს. წერეთელი საზოგადოებას მოუწოდებს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ, 3 საათზე მიბრძანდნენ ქართველთა შეკრებაზე, რათა სათავე დაუდონ ახალი და ძლიერი ეროვნული ძალის შექმნას.
„მოგიწოდებთ, 2014 წლის 27 სექტემბერს ქრისტესშობიდან, ჯვარამაღლების დღეს, შაბათს, მობრძანდეთ საქართველოს მთავარ ქალაქში, რუსთაველის გამზირზე დღის სამ საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, ქართველთა შეკრებაზე, რათა სათავე დავუდოთ ქართველი ერის ისტორიის მიმდინარე ეტაპზე ახალი და ძლიერი ეროვნული ძალის შექმნას და განვაახლოთ საქართველოში გამოკვეთილი კონკრეტული მიზნებითა და პრინციპებით, ახალი ეტაპის, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, დიდი ისტორიული გამარჯვების აღსასრულებლად! დიდება ქართველ ერსა და დიდება უფალს!“, – წერს წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები