” ნაციონალებს“ მოღალატე მეუღლეებივით თბილისის პარლამენტში მოსვლის რცხვენიათ“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალებს“ მოღალატე მეუღლეებივით თბილისის პარლამენტში მოსვლის რცხვენიათ“. აღნიშნული განცხადება მან პორტალ “კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რცხვენიათ იმის გამო, რაც თბილისის პარლამენტის შენობას უყვეს. მათ, მოღალატე მეუღლეებივით ოჯახში დაბრუნების რცხვენიათ. პარლამენტი ოჯახია. ცუდი, კარგი, დაპირისპირებული თუ როგორი ამაზე ამ არის საქმე. ის ოჯახია. მგონია, რომ მორალური დისკომფორტი აქვთ, რადგანაც პარლამენტი ისე დაარბიეს, ამას მტერიც არ იზამდა“ – განაცხადა გია ვოლსკიმ „კვირას“ პრესკლუბში. მისივე თქმით, თბილისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისა, პარლამენტი თბილისში სრული დატვირთვით არ დაბრუნდება. „ქუთაისი არის საპარლამენტო დედაქალაქი. პარლამენტის შენებაზე ძალიან დიდი თანხა გაიფლანგა. ეს არის წარუმატებელი არქიტექტურის შენობა. არადამ ამ თანხით ბევრი პრობლემის მოგჰვარება შეიძლებოდა“ – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები