2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიას განცხადებით, 2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება, – აღნიშნულის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული დარგი და სუბსიდირების ნაწილში მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავათ. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, იმიტომ რომ საკმაოდ სტაბილურად განვითარდა”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭაჭის კონტროლი იმის საშუალებას მოგვცემს რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ყველა ღვინო იყოს ნამდვილი და არა ფალსიფიცირებული.