რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა, მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყანაში 80 ბავშვი საკუთარი მშობლების მიერ იყო მოკლული.
ამის შესახებ მან “ღია დიალოგის” ფარგლებში თქვა.
„სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მიმართ 100 ათასზე მეტი დანაშაულია ჩადენილი. 2022 წელს მშობლების მიერ ბავშვის მკვლელობის 80 შემთხვევა მოხდა. ეს ძალიან საშინელი მაჩვენებელია“, – თქვა მან.
მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე საუბრისას მან თქვა, რომ ბავშვების ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს.
უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის სტრასბურგის სასამართლომ მარია ლვოვა-ბელოვას და ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.