ლატვიის სეიმმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ლატვიის სეიმმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.

ლატვიის სეიმის დეპუტატების განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცონ.

როგორც ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედმუნდს ჩეპურიტისმა თქვა, „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება აღნიშნულ სიგნალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები