“მხოლოდ ბირთვული იარაღი იძლევა რეგიონში უსაფრთხოების გარანტიას” – ლუკაშენკო
ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარანტიას ბირთვული იარაღი იძლევა.
ამის შესახებ მან მინსკში კუხო-ს სხდომის ფარგლებში თქვა, რომელსაც სომხეთის პრემიერმინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო.
„დიდი ხანია, ვაკვირდებით ნატოს ქვეყნების ასეთ ე.წ. თავდაცვით მანევრებს, მას შემდეგ, რაც 1996 წელს ბელარუსიდან ბირთვული იარაღი ამოიღეს. რით დასრულდა ეს ყველაფერი – ნატოს გაფართოებით აღმოსავლეთით, 2016 წელს ბელარუსზე ბირთვული თავდასხმის სცენარის შემუშავებით. აღვნიშნავ, რომ ე.წ. ნობელის პრემიის ლაურეატის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ინიციატივით“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, „ბევრი შეიძლება, ვისაუბროთ უკანონო ცალმხრივ იძულებით ზომებზე, საზღვარზე სამხედრო პროვოკაციებზე, საინფორმაციო დივერსიებზე, გადატრიალების მომზადებაში ჩადებულ მილიონობით დოლარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მიზანში ნატოს ძალების ჩართვის მზადყოფნის ღია დემონსტრირებაზე”.
“ამ ფონზე ბრალდებები ჩვენს ქვეყანაში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ – აბსურდულია. მეასედ ვიმეორებ, ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ ე.წ. დიპლომატიურ ეტიკეტს მათგან, ვინც ძალის ენა გლობალურ ტენდენციად აქცია“,- თქვა ბელარუსის ლიდერმა.
მისი თქმით, ეს არის დღევანდელი რეალობა, “მხოლოდ ძლიერი იარაღის არსებობა უზრუნველყოფს რეგიონში უსაფრთხოების გარანტიას და იძლევა ხმის უფლებას საერთაშორისო ასპარეზზე”.