რუსეთის სამოქალაქო ავიაცია კოლაფსის ზღვარზეა – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორი კოლაფსის ზღვარზეა, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოიპოვეს წვდომა “როსავიაციის” წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის საიდუმლო მონაცემებზე.

ამრიგად, 2023 წლის იანვრის განმავლობაში რუსეთის სამოქალაქო ავიაციაში 185 ავიაშემთხვევა დაფიქსირდა. მათგან დაახლოებით მესამედი კლასიფიცირდება, როგორც “სხვადასხვა სიმძიმის ინციდენტები”. რუსული ავიაციის ყველაზე პრობლემურ სფეროდ რჩება ძრავები და შასი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები – ჰიდრავლიკური სისტემები, ფლაპები და პროგრამული უზრუნველყოფა.

აღნიშნულია, რომ სათადარიგო ნაწილების მწვავე დეფიციტმა გამოიწვია ე.წ. თვითმფრინავის კანიბალიზმი, როდესაც თვითმფრინავების შესაკეთებლად სხვა თვითმფრინავს შლიან. არსებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის შუა რიცხვებისთვის, რუსეთის ფედერაციაში თვითმფრინავების 35%-ზე მეტი “დონორობას მოხმარდა”.

დაზვერვაში იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), ლიბერიასა და ბუტანთან ერთად, რუსეთი წითლად მონიშნა, რაც ფრენის უსაფრთხოების უკიდურესად მაღალ რისკზე მიანიშნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები