BBC: “ჰამასი ” დამატებით მოთხოვნებს აყენებს

“ჰამასმა” მძევლების გათავისუფლებისა და 4-დღიანი ზავის შეთანხმების დამატებითი პირობა წამოაყენა.

ამის შესახებ BBC ისრაელის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

“ჰამასთან” მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, რომ პირველ ეტაპზე 50 მძევლის გათავისუფლება მოხდება ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გამოშვების სანაცვლოდ, ასევე, მხარეები 4-დღიან ჰუმანიტარულ ზავზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტის ძალაში დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უნდა შესულიყო, თუმცა, გვიან ღამით, გახდა ცნობილი, რომ ეს ვერ მოხერხდება.

ისრაელის მთავრობაში თქვეს, რომ რჩება რაღაც ტექნიკური საკითხების შეთანხმება და სავარაუდოა, რომ პროცესი უკვე ხვალ, 24 ნოემბერს დაიწყება.

ამასთან, BBC წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა დამატებითი მოთხოვნა წამოაყენა დაჯგუფებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები