ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი “ჰეზბოლას” ლიდერს შეხვდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ლიბანში, უცნობ ადგილზე, “ჰეზბოლას” ლიდერს, ჰასან ნასრალას ხვდება.
Naharnet-ის ცნობით, მინისტრი ბეირუთში 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უკვე მეორედ, 22 ნოემბერს ჩავიდა.
ბეირუთში ჩასვლის დროს მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი არ შენარჩუნდება, ომის არეალი, შესაძლოა გაფართოვდეს.
„თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება, და თუ ის არ გაგრძელდება, რეგიონში პირობები ვერ დარჩება იგივე, რაც ცეცხლის გახსნამდე იყო და ომის მასშტაბები გაფართოვდება”,- თქვა მან.
გუშინ, ირანელმა მინისტრმა პალესტინის “ისლამური ჯიჰადის” გენერალურ მდივანთან, ზიად ალ-ნახალჰასთან გამართა მოლაპარაკება, ასევე “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრთან, ხალილ ალ-ჰაიასთან და “სხვა ოფიციალურ პირებთან”
დღეს კი ის “ჰეზბოლას”” ლიდერს ხვდება.