დევიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა.
მთავრობაში დაბრუნების შემდეგ, რეგიონში ეს მისი პირველი ვიზიტია.
ლორდ კამერონი შეხვდება ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილოს მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხები.
თავდაპირველად, კამერონი 7 ოქტომბერს “ჰამასის” ხოცვა-ჟლეტის ადგილზე ჩავიდა.
მან მოინახულა კიბუცი ბეერი, რომელიც ღაზას სექტორიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ამ კიბუცში პალესტინელმა 130-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გასულ კვირას, დევიდ კემერონმა პირველი ვიზიტი კიევში განახორციელა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.