“ალ-შიფას” საავადმყოფოს ექიმმა, ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა – ჰალიდ აბუ სამრამ სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოს დირექტორი, მოჰამად აბუ სალმია და რამდენიმე ექიმი ისრაელის ძალების მიერ არის დაკავებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის - Kan-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ აბუ სალმიას შინ-ბენის და IDF-ის დაზვერვის ოფიცრები კითხავენ.
კიდევ ერთი რადიოს ინფორმაციით, ის იმ დროს დააკავეს, როდესაც სექტორის სამხრეთით ევაკუაციას ცდილობდა.
IDF-ში აცხადებენ, რომ ამ ცნობებს სწავლობენ.