“ბარიერის მინიმუმამდე უკიდურესმა დაწევამ ქართული სახელმწიფოსთვის სასიკეთო არაფერი გამოიღო” – ბექა ოდიშარია

„ბარიერის მინიმუმამდე უკიდურესმა დაწევამ ქართული სახელმწიფოსთვის სასიკეთო არაფერი გამოიღო“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ევროკავშირის ელჩის სამშობლოშიც 5%-იანი ბარიერია, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ის მისაღები იყო საზოგადოებისთვის. აქაც ასე იქნება. არავითარ ტრაგედიას არ წარმოადგენს, თუ არ შემოვლენ 1%-იანი და 0,1%-იანი პარტიები პარლამენტში. კეთილი ინებონ და გაერთიანდნენ“, – მიიჩნევს ოდიშარია.

2024 წლის არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემითა და 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები