დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაავსო ციხეები და დაამყარეს უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც პატიმრების გაუპატიურებას გულისხმობდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაძარცვეს ქართველი ხალხი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაავსო ციხეები და დაამყარეს უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც პატიმრების გაუპატიურებას გულისხმობდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნას გამოეხმაურა.

„მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] გადაავსეს ციხეები, ციხეებში დაამყარეს უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც პატიმრების გაუპატიურებას გულისხმობდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაძარცვეს ქართველი ხალხი, რეკეტის ქვეშ ამყოფეს სრულიად ქართული ბიზნესი და ეს ყველაფერი 2008 წელს დაგვირგვინდა იმ უმძიმესი მოვლენებით, რომელსაც შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ შეკრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები