“თუ ხელმოცარულ ოპოზიციას რამე ადეკვატური აზრი ექნება, მზად ვართ, მოვუსმინოთ, გავიზიაროთ და დისკუსია გავმართოთ” – ირაკლი ზარქუა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე

“ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია – რომელიც გამოვიტანეთ საჯაროდ და ამ თემაზე არის დისკუსია”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ევროკომისიამ თქვა, რომ შემდგომ რომ არ მოხდეს აქცენტირება და პატარ-პატარა შპს-ეებისა და იურიდიული ფირმების შექმნა და ამის საფუძველზე მილიონების ჩარიცხა, რეკომენდაციაა, რომ გონივრული ლიმიტები დაწესდეს. ეს ეხება როგორც მმართველ პარტიას, ისე ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებს. თუ ხელმოცარულ ოპოზიციას რამე ადეკვატური აზრი ექნება მზად ვართ, მოვუსმინოთ, გავიზიაროთ, დისკუსია გავმართოთ და რეგლამენტი დავადგინოთ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები