ირაკლი ზარქუა – „ნაცმოძრაობაზე“: ხელმოცარულები არიან

“ოპოზიციის დღის წესრიგი აგებულია ქაოსზე, დაძაბულობაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” ხელმოცარულია.

“მივესალმები, თუ ეს რადიკალები, ქალბატონ სალომესთან [ზურაბიშვილი] ერთად, ერთ ჯგუფად გაერთიანდებიან, რადგან ჩვენს ამომრჩეველს ექნება ნათელი სურათი, გააკეთოს არჩევანი განვითარებასა და ქაოსს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მავნებლობას შორის.

ოპოზიციის დღის წესრიგი აგებულია ქაოსზე, დაძაბულობაზე. აგერ, რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, ბელადის ბიძამ რა განაცხადა – მე მომწონს, დაქუცმაცებული, დაპირისპირებული ქართველები, ეს არის ჩემი მიზანიაო. ასე ესმით მათ დემოკრატია და პლურალიზმი. ჰოდა, ბუნებრივია, არჩევნებზე ამას კიდევ ერთხელ წერტილს დაუსვამს ჩვენი ამომრჩეველი. მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და ხელმძღვანელად ბუტაფორია ჰყავს. ახლა მეორე მოიწვიეს, ხელმოცარული ჭიჭე ვაშაძე, ჩვენთვის ბარიერი რა პრობლემააო, მაგრამ ბოლოში თქვა, – რომ დაიწიოს ბარიერმა მაწყობსო. რატომ? იმიტომ რომ, აქვთ განცდა, იმ 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს „ნაცმოძრაობა“, რადგან ხელმოცარულები არიან. აქცენტირებულები არიან კინკლაობაზე, ქაოსზე, რევოლუციაზე. ამ ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია, ამათ კი ჰგონიათ, რომ აქ თუ მაიდანს მოაწყობენ, შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ და მეორე ფრონტს გახსნიან. არ გამოვა ეს, ქართველი ხალხის ნება არის მშვიდობა და განვითარება“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები