ირაკლი კუპრაძე: “ლელო” ამ ეტაპისთვის არ განიხილავს წინასაარჩევნო ერთობას
“ლელო არ აპირებს და, ამ ეტაპისთვის, არ განიხილავს წინასაარჩევნო ერთობას”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ლელო” სტრუქტურულად ძლიერდება.
“ლელო არ აპირებს და, ამ ეტაპისთვის, არ განიხილავს წინასაარჩევნო ერთობას. ჩვენ ამაზე არც გვიმსჯელია და არც უახლოეს მომავალში ვაპირებთ მსჯელობას. ლელო ძლიერდება სტრუქტურულად, გვიერთდებიან რეგიონული ლიდერები, დავაფუძნეთ თბილისის არჩევითი ორგანიზაცია, ვემზადებით ეროვნული ყრილობისთვის დეკემბერში, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი განახლება და სტარტი ახალი კამპანიისთვის,” – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.