მათიკაშვილი – „ლელოს“ რეზოლუციის პროექტზე: საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ეს დოკუმენტი გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ წინსვლის შეფერხებისთვის

“საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ეს რაღაც კონკრეტული დოკუმენტი გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შეფერხებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა„ლელოს“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ძალიან ინტენსიურად, რათა ჩვენმა ქვეყანამ ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში, შეძლოს, ერთი მხრივ, მშვიდობის შენარჩუნება და მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ეს რაღაც კონკრეტული დოკუმენტი გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შეფერხებისთვის და, შესაძლებელია, მათი სურვილები უფრო შორსაც მიდიოდეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები