რატი ბრეგაძე – ლევან ბეჟაშვილს: მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ; სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი?!
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ლევან ბეჟაშვილს მიმართა.
„მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ. მე მომავალზე ვლაპარაკობ ზუსტად და აქ რომ ყოფილიყავით დარბაზში და მოგესმინათ, სწორედ მომავალზე ვისაუბრე. ისიც მოვისმინე, განცხადება გაგიკეთებიათ – იუსტიციის მინისტრთან კითხვები გვაქვსო, და საკმაოდ გაბრაზებული სახით აკეთებდით ამ განცხადებებს… ახლა მე გკითხავთ – სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი. სად იყავით? დარბაზში არ იყავით?!”