“ეს რეკომენდაცია არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე” – რობინ დანიგანი

“ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაცია არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოსთვის ამ [ევროინტეგრაციის] გზაზე. ევროკომისიის რეკომენდაცია მოიცავს 9 ნაბიჯს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს უკვე მოლაპარაკებები მიერთებაზე”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა „ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაცია არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოსთვის ამ გზაზე. ევროკავშირის წევრობა პირველ რიგში ნიშნავს, რომ შენ ხარ მტკიცე წევრი დასავლური დემოკრატიის და ვიცი რომ ქართველები ასევე ზრუნავენ საკუთარ, შვილების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორც მონაცემები გვაჩვენებს ევროკავშირის წევრობა ეს არის უფრო მაღალი შემოსავალი, ხელფასი, პენსია, ნაკლები დაუსაქმებლობა. ეს ნიშნავს, რომ ქართველებს შეუძლიათ ევროპაში სწავლა და ეს ნამდვილად იქნება ძალიან კარგი ცხოვრების სტანდარტების ზრდის კუთხით. ევროკომისიის რეკომენდაცია მოიცავს 9 ნაბიჯს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს უკვე მოლაპარაკებები მიერთებაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და ერთობლივი მუშაობა, რომ ეს მომენტი გამოიყენონ ქართველებმა, რომ დაიწყოს ეს მოლაპარაკებები. ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთგული, რომ იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებასთან, ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ამის მისაღწევად“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები