“აშშ იმუშავებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები” – რობინ დანიგანი

“აშშ იმუშავებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

„მომავალ წელს არჩევნები ჩვენც გვაქვს ამერიკაში და საარჩევნო პროცესს ორივე ქვეყანა გაივლის ერთდროულად. საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ ინსტიტუტები, რომლებმაც თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უნდა უზრუნველყონ და მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებს და აშშ იმუშავებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები. ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც ხალხმა იცის, რომ მათი ხმა სწორად იქნება დათვლილი და გაგონილი. ამას იზიარებს ყველა ქართველი“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები