პოლიციამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ პარტია „ხმის“ სახალხო დეპუტატი, ნატალია პიპა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შემატყობინა და მე გაცნობებთ“, – წერს ნატალია პიპა სოციალურ ქსელში.
დეპუტატი სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობს. თავად არესტოვიჩს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.