საქართველომ უკრაინას 12 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი ყაზახური ავიაკომპანიის სატვირთო თვითმფრინავით გაიგზავნა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჰუმანიტარული ტვირთი 12 ტონას შეადგენს და მასში შედის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ვაქცინა ბავშვებისთვის, ქირურგიული და პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, სახარჯი მასალა დიალიზისთვის.
მათივე ინფორმაციით, დახმარებას უკრაინის მხარე დღეს ღამე ჩაიბარებს და მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვასილ ლაზარიშინეცი.