მარეკ ესტოკი: სლოვაკეთი მიესალმება ევროკომისიის მიერ მომზადებულ პაკეტს გაფართოების შესახებ

სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს და მიესალმება ევროკომისიის მიერ მომზადებულ პაკეტს გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, მარეკ ესტოკიმ განაცხადა.

„სლოვაკეთი ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი მხარდამჭერია. სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს და მიესალმება ევროკომისიის მიერ მომზადებულ პაკეტს გაფართოების შესახებ“, – აღნიშნა ესტოკიმ.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები