პიტერ ბურკე: ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ძალიან ძლიერი მხარდამჭერია

ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ძალიან ძლიერი მხარდამჭერია, – ამის შესახებ ირლანდიის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საქმეებსა და თავდაცვაში პიტერ ბურკემ ევროკავშირის დეკემბრის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები უნდა შეფასდნენ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას.

„გვექნება სიღრმისეული საუბარი ევროპის მომავალზე, რაც უკავშირდება ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს გაფართოების შესახებ, რეკომენდაციებს. ვნახეთ საუბარი ანგარიშში უკრაინის პროგრესზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია, ასევე მოლდოვასა და საქართველოს პროგრესზე პირობების გათვალისწინებით მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ძალიან ძლიერი მხარდამჭერია და გვსურს უზრუნველყოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და ის შანსი, რომელიც ირლანდიას 50 წლის წინ. ირლანდია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ქვეყნები უნდა შეფასდნენ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას. რეფორმების შემდეგ მოლაპარაკებების თითოეული თავი უნდა შესრულდეს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ირლანდია აბსოლუტურად მხარს უჭერს მათთვის ამ შესაძლებლობას“, – აღნიშნა ბურკემ.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები