ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელჩის ძალისხმევამ ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს და ევროკომისიის მიერ დადგენილი ახალი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ გეგმებს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები