ელისო ბოლქვაძე: ოპოზიციურ მედიას ვურჩევდი, უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ
“ვურჩევდი ოპოზიციურ მედიას, ტერმინები სათანადოდ შეისწავლონ და უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“როცა ოპოზიციურად განწყობილ მედიას სასაუბროდ “საკვები” აღარ აქვს, მაშინ იწყებენ ფაქტების სუბიექტური აღქმებით შეფასებას
ტყუილია, რომ დღეს “ბიუროს სხდომაზე, როიალის საკითხი მე დავაყენე” – ამ საკითხით მანიპულირება სრულიად უადგილოდ წამოჭრა ბ-ნმა გოცირიძემ, რაზეც სათანადო რეაქცია მიიღო ჩემგან.
ტერმინს “ბიუროზე საკითხის დაყენებას” სულ სხვა დატვირთვა აქვს!
ვურჩევდი ოპოზიციურ მედიას, ტერმინები სათანადოდ შეისწავლონ და უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
საბედნიეროდ, საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას ელისო ბოლქვაძესა და რომან გოცირიძეს შორის”, – წერს ბოლქვაძე.