ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – კემერონმა და ბლინკენმა პირველივე საუბარში უკრაინა განიხილეს
დიდი ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა – დევიდ კემერონმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ, ენტონი ბლინკენმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო უწყების გვერდზეა ნათქვამია.
აღნიშნულია, რომ კემერონმა და ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობა განიხილეს, ასევე, „უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის უკანონო აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბლინკენმა კამერონს დანიშვნა მიულოცა, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ინარჩუნებენ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რაც მნიშვნელოვანია რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისთვის.
რიში სუნაკმა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილება 13 ნოემბერს შეიტანა, მანამდე კი მან თანამდებობიდან შს მინისტრი პოლიციაზე არაკორექტული გამონათქვამების გამო გაათავისუფლა.