ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფო უნდა იყოს დაცული

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალ-შიფას საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ”ეს საავადმყოფო უნდა იყოს დაცული”.

“იმედი მაქვს და ველოდები, რომ საავადმყოფოს მიმართ ნაკლებად მკვეთრი ზომები იქნება მიღებული”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის “ამ საკითხს ისრაელელებთან განიხილავს”.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს,  მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯებოდეს და „ამჯობინებს, რომ “ჰამასმა” სასწრაფოდ გაათავისუფლოს საავადმყოფო, რომელსაც სამეთაურო ცენტრად იყენებს“.

”ჩვენ ნამდვილად გვსურს, ვნახოთ, რომ “ჰამასმა” საწვავის ნაწილი გამოიყენოს, ღაზას ჩრდილოეთით საავადმყოფოების მოსამარაგებლად,” – თქვა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები