ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 11 240-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 630 ბავშვია

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 11 240-მდე გაიზარდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 4 630 ბავშვია, 3 130 ქალია.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები