პაატა ზაქარეიშვილი: პრეზიდენტს ჩემთვის ხელი არ შეუშლია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მისთვის მუშაობაში ხელი არ შეუშლია. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მარგველაშვილი მთავრობას განიხილავს, როგორც კონკურენტს და უნდა მას ხელი შეუშალოს მუშაობაში. “ჩემთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენს შორის თანამშრომლობა მინიმუმამდე იყო დასული. მე, როგორც მთავრობის წევრს, მთავრობის საშუალებით მქონდა კონტაქტი პრეზიდენტის აპარატთან”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად განიხილავს და მას ებრძვის, რითაც მუშაობაში ხელს უშლის, აღნიშნული კი საბოლოოდ ქვეყანას აზიანებს. რაც შეეხება გაეროს ასამბლეაზეა გამგზავრების საკითხს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში, არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები