ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.

მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზას სრულად აკავებენ.

„ჰამასს“ არ აქვს ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვითი ძალები. IDF  წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ [მოსახლეობას] არ აქვთ ნდობა ხელისუფლების მიმართ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ისრაელის ძალები „წინ მიიწევენ გეგმის მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს ზუსტად, ლეტალურად“.

„ჩვენ ვმუშაობთ ამოცანების მიხედვით. წამმზომი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მიზნები. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს“, – აცხადებს გალანტი, რითაც ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენის განცხადებას, რომლის თანახმად, საერთაშორისო ზეწოლამ შესაძლოა, ისრაელი აიძულოს, რომ ღაზაში თავისი ქმედებები შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები