„უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია“ – ჯოზეფ ბორელი

უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გააჟღერეს. უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებით არ დავიღლებით. მე ვმუშაობ ევროპული საბჭოს დავალების შესაბამისად, ჩვენს სამომავლო უსაფრთხოების ვალდებულებებზე“, – წერს ბორელი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები