ისრაელი შეერთებულ შტატებთან ღაზას სექტორის გრძელვადიან გეგმას განიხილავს.
ამის შესახებ Fox News-ს აშშ-ში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ჰერცოგმა განუცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის „პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ პალესტინელებს მოუწევთ საკუთარი თავის მართვა“.
თუმცა, ჰერცოგმა ასევე მიუთითა, რომ თელ-ავივი მხარს არ დაუჭერს პალესტინის ხელისუფლების როლს მის ამჟამინდელ ფორმატში.
„რა იქნება პალესტინის მმართველობის ზუსტი როლი, გასათვალისწინებელია, რადგან ყველას ესმის, რომ პალესტინის ხელისუფლების ამჟამინდელი შემადგენლობა ძლივს მართავს რამალას და მით უფრო ვერ შეძლებს ღაზას მართვას”, – თქვა დიპლომატმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ პალესტინის ავტონომიას რეფორმა სჭირდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზას ოკუპაციით ან მისი მმართველობით. მან მხოლოდ მიუთითა უსაფრთხოებაზე, როგორც სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტზე.
„ჩვენ აქ ვართ, რომ აღმოვფხვრათ ისრაელისთვის “ჰამასის” სამხედრო საფრთხე და მათი უნარი, აღადგინონ თავდასხმის შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მიზანი“, – თქვა ჰერცოგმა და დასძინა, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები „ძალიან წერტილოვანია“.