დავით საგანელიძე გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არ იზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაეროში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არ იზიარებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, თუკი აშშ-ში მისი ვიზიტი არ შედგება, იქნება ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ასეთ ფორუმზე უფრო სწორია, რომ პრემიერ-მინისტრი გაემგზავროს.
“ის, რომ ადგილი აქვს ჩაშლას და ვიღაცამ გარკვეული შეთქმულება მოაწყო, ასეთი მოსაზრებისგან ძალიან შორს ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი განცხადებას ამ კონტექტში არ გააკეთებდა. ორი აზრი არ არის, რომ ასეთ ფორუმზე უფრო სწორია დელეგაციის პრემიერის-მინისტრის ხელმძღვანელობით გამგზავრება, რადგან პრემიერი ხელმძღვანელობს მთავრობას “, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები