პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს ქობულეთში მომხდარი ინციდენტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ თითოეული მოქალაქის რელიგიურ მრწამსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მან აღნიშნული ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მე უკვე გავავრცელე განცხადება. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის პროვოკაცია. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მაქსიმალურად დროულად გამოიძიონ მომხდარი და აღკვეთონ ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციული ქმედება. რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და უფლება არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ მსგავსი ქმედებები განვახორციელოთ,“–აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები