გოგა ხაინდრავა – ზურაბიშვილზე: ეს არ არის უმეცრება – ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:

“ეს არ არი უმეცრება, დიპლომატიის არ ცოდნა! ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა! მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების ღალატი! გაცნობიერებული აქტი ჩადენილი წინასწარი განზრახვით! კითხვაც და პასუხიც ჩინეთის და საქართველოს არა კეთილმოსურნეების მიერ იყო გაწერილი! მეღდ!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას კითხვაზე, “იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან”,  უპასუხა: “ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები