“ნუ მოითმენთ ადევნებას და მოტაცების მუქარას, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას” – ბაია პატარაია

“გუშინ რომ პოსტი გავაზიარე: ჩვენს ოქრო გოგოს ნინოწმინდაში ვიღაც ძონძი კაცი ჰყავდა გადაკიდებული, მოტაცებითაც ემუქრებოდა. ხოდა, დღეს ელექტრონული სამაჯური შეაბეს. იაროს ახლა ძროხასავით ეჟვანით”, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

პატარაიას თქმით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ მოითმინონ არც ადევნება და არც მოტაცების მუქარა და მიმართონ პოლიციას.

“გოგოებო, ნუ შეშინდებით და ნუ მოითმენთ ნურც ადევნებას და ნურც მოტაცების მუქარას. აუცილებლად მიმართეთ პოლიციას და აუცილებლად მოგვმართეთ ჩვენ. მაგ მხარეში საერთოდ პირველად გამოიყენეს ელექტრონული სამაჯური იმიტომ, რომ პირველად მოითხოვა გოგომ. ხოდა, მოითხოვეთ თქვენც – ძალიან ეფექტურია. თუ ხედავთ, რომ მოტაცების რისკი არსებობს – იმოქმედეთ, გაგვაგებინეთ და დანარჩენი უკვე ჩვენზეა და პოლიციაზე”, – წერს ბაია პატარაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები