გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას მუშაობაში ხელს უშლის და მთავრობას კონკურენტად აღიქვამს, თავად გიორგი მარგველაშვილი პასუხობს. პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან ხელისუფლების სხვა შტოების მუშაობაში ხელისშეშლის არცერთი ფაქტი არ არსებობს.
„მე ვერავინ ვერ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, რომ შევუშალე ხელი ხელისუფლების სხვა შტოებს. ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, ეს არის რთული გზა და ამ გზაზე, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი დამოუკიდებლად თავისი მანდატის ფარგლებში პოლიტიკას ახორციელებს, ეს ხშირად დაპირისპირებად აღიქმება. მე ვემსახურები ქვეყანას და იმას, რომ წყობა გაძლიერდეს, მე ჩემს ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში ვემსახურები და ასე გავაგრძელებ. ის, რომ პრეზიდენტი ვერ საუბრობდეს და გაჩუმდეს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუციის წინააღმდეგ კი არა, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები