გიორგი მარგველაშვილი: თემურ იაკობაშვილი ჩემი მეზობელია, მისთვის არაფერი მითხოვია

თემურ იაკობაშვილისთვის არაფერი მითხოვია, – ამით საქართველოს პრეზიდენტი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-ში მისი ვიზიტის დაგეგმვაში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს.
პრეზიდენტის განმარტებით, თემური იაკობაშვილი მისი მეზობელია მთაწმინდაზე და დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.
“სხვათა შორის “ნაციონალური მოძრაობის” დროს, როდესაც ყველას ეშინოდა ერთმანეთთან ურთიერთობის, თემურს არ ეშინოდა ჩემთან ჰქონოდა პირადი ურთიერთობა. მე ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე თემურისთვის არაფერი მითხოვია. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი საშუალებებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს საშუალებები იქნა განეიტრალებული”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები