ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ პრემიების გაცემის სისტემა გამოვასწორეთ და ჩამოვაყალიბეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მაღალი პრემიები მთავრობის ერთ-ერთი შეცდომა იყო.
„ ეს იყო ერთ–ერთი მთავარი შეცდომა ჩვენი მთავრობის და მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ რამე სხვა შეცდომა ამ ორი წლის განმავლობაში არ გვაქვს. ეს პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში და ინერციით გაგრძელდა. ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ. ჩვენ ეს გამოვასწორეთ, მოვაწესრიგეთ, პრემიების გაცემის სისტემა ჩამოვაყალიბეთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტი,“ – განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები