„გებელსი გამახსენა! სლავებს, ბოშებს და ებრაელებს რომ მოძღვრავდა!” – გოგა ხაინდრავა მიხაელ როთის განცხადებაზე

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას ეხმაურება და „ტვიტერზე“ წერს, რომ მისმა სიტყვებმა „გებელსი გაახსენა, სლავებს, ბოშებს და ებრაელებს რომ მოძღვრავდა!”.

“საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა. ის ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დისტანცირდა – ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდ. მიხაელ როთი. გებელსი გამახსენა! სლავებს, ბოშებს და ებრაელებს რომ მოძღვრავდა!”, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ განაცხადა:

„საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა რამ გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა. ის ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დისტანცირდა“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები