თეა წულუკიანი: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების დაკარგვას ძალიან განიცდის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ სექტად არ ჩამოყალიბდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების დაკარგვას ძალიან განიცდის.
“ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. მართლაც, მინდა დავადასტურო, რომ ის სქემები და სქემების პროექტები, არა ერთი, არამედ რამდენიმე, არის ძალოვანი სტრუქტურების ხელში და ყველა სქემა ეხება იმას, თუ როგორ მოხდეს ქვეყანაში არეულობა, დაძაბულობა, იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთ დღეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხელისუფლების ცვლილების დრო არის 2016 წლის არჩევნები. ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით და კარგი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ სექტად არ ჩამოყალიბდეს. მე მზად ვარ მათ გავუწიო ამ საქმეში მრჩევლის როლი, მაგრამ ეს საკითხი, თუ როგორ არ უნდა ჩამოყალიბდეს “ნაციონალური მოძრაობა” დახურულ სექტად, რომელიც ქვეყნის არევას ცდილობს, აუცილებელია მათ განიხილონ საკუთარი პარტიის პოლიტიკური საბჭოს უახლოეს სხდომაზე. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ქაოსის შესაქმნელად მიცემული აქვს დავალებები, ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები