„საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანამშრომლებისათვის „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით არის დაფუძნებული და სოციალურად დაუცველი ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების ძვირად ღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზეა ორიენტირებული.
ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მზად არიან, შეუერთდნენ საქველმოქმედო აქტივობას და სოციალურად დაუცველი პირების მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები