მსჯავრდებულთა შორის მინი ფეხბურთში შიდა ტურნირი ჩატარდა
აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა შორის შიდა ტურნირი მინი ფეხბურთში ჩატარდა, რომელზეც გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები.
პრობაციის ერობნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ტურნირის შედეგად დაკომპლექტებული აჭარის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს პრობაციონერთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 20 სექტემბერს თბილისში გაიმართება.