როგორ გახდა ცნობილი ქურდი ისრაელის „ეროვნული გმირი“

90-იან წლებში მოტი აშკენაზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჭკვიანი ქურდი იყო მთელ ისრაელში. ჩვეულებრივ, ბიჭი თელ-ავივის პლაჟებზე „ნადირობდა“, სადაც ტურისტების გასაძარცვად დიდი შრომაც კი არ იყო საჭირო. თუმცა, ერთ დღეს მოტის ცხოვრებაში მოხდა შემთხვევა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრებაც და მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაც. ამის შემდეგ მამაკაცი შეუყვარდათ და მას პატივს სცემდნენ.

მოტი რომ ტურისტებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ეს ისრაელში ყველამ იცოდა. როდესაც მამაკაცი სანაპიროს უახლოვდებოდა, ადგილობრივი დაცვის თანამშრომლები ყველას აფრთხილებდნენ, შეენახათ საკუთარი ჩანთები და ყურადღებით ყოფილიყვნენ. თუმცა, მოტი სამართალდამცავების ცხვირწინ სასწაულებრივად ახერხებდა რაღაცის მოპარვას. იგი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რისთვისაც ასევე ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან. როდესაც ის განსაკუთრებული ამბავი შეემთხვა, მოტი მაშინაც შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.

Фотография: Как известный израильский вор стал национальным героем №2 - BigPicture.ru

ეს ამბავი 1997 წლის 20 ივნისს მოხდა. მოტი სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და სანაპიროზე ხალხის გასაძარცვად მაინც გამოდიოდა. იმ დღეს იქ სკოლის მოსწავლეები სწავლის ბოლოს დღეს აღნიშნავდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი ნადავლი შეიძლებოდა ჩაეგდო ხელში აშკენაზს.

მამაკაცმა სასწრაფოდ აირჩია ძვირიანი ჩანთა და მისი შიგთავსის შემოწმება დაიწყო. პირსაწმენდი, სათვალე, მზისგან დამცავი… თუმცა, საფულე არ ჩანდა. მან უფრო ღრმად ჩაყო ჩანთაში ხელი და წააწყდა იმას, რამაც მამაკაცის გაოგნება გამოიწვია.

მოტი მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. ჩანთა აიღო და უახლოეს მიტოვებულ კორპუსში გაიქცა, სადაც კიდევ ერთხელ დააკვირდა საკუთარ „აღმოჩენას“. ჩანთაში საათიანი მექანიზმის მქონე ბომბი იდო.

Фотография: Как известный израильский вор стал национальным героем №4 - BigPicture.ru

მიუხედავად იმისა, რომ მიხვდა, რა შედეგიც მოჰყვებოდა, მოტიმ სასწრაფოდ გამოიძახა პოლიცია. როგორც მოსალოდნელი იყო, სამართალდამცავებმა ქურდს არ დაუჯერეს და ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა ურჩიეს. მაშინ აშკენაზს სხვა გზა აღარ ჰქონდა – ყურადღება უფრო რადიკალური მეთოდებით უნდა მიეპყრო. ის ქუჩაში გამოვიდა და ნაგვის ურნებით, გზის გადაკეტვა დაიწყო. ამავდროულად, ყვიროდა რომ ტერიტორიას ყველა გასცლოდა, რადგან აქ ბომბი იყო.

პოლიცია ამას უკვე ვეღარ უგულებელყოფდა. მამაკაცი მაშინვე დააკავეს და განყოფილებაში გადაყვანას უპირებდნენ, როდესაც, ყოველი შემთხვევისთვის, მისი ნათქვამის შემოწმება გადაწყვიტეს. სამართალდამცავების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მიხვდნენ, რომ მოტი სიმართლეს ამბობდა. მათ შესაბამისი დანაყოფი გამოიძახეს, რომელმაც მექანიზმი გათიშა.

Фотография: Как известный израильский вор стал национальным героем №5 - BigPicture.ru

გაირკვა, რომ ჩანთა, რომელშიც ხუთ კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული, სანაპიროზე ტერორისტმა დატოვა, რომელიც სამი თვის წინ ადგილობრივ კაფეში მომხდარ აფეთქებაზე იყო პასუხისმგებელი.

იმის გამო, რომ მოტი ხალხის გადარჩენას საკუთარი თავისუფლების ფასად ცდილობდა (ბოლოს და ბოლოს, შინაპატიმრობის პირობების დარღვევისთვის, ციხე ემუქრებოდა), მას ბრალი მოუხსნეს და სარეაბილიტაციო კლინიკაშიც გაგზავნეს.

ახლა მოტი უკვე ორმოცდაათს გადაცილებულია, ხუთ შვილს ზრდის და სრულიად კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი ცხოვრებით. მან მიატოვა ნარკოტიკი, იშოვა სამსახური და ახლა თვითონ ებრძვის ქურდებს თელ-ავივი პლაჟზე, სადაც მის მახვილ თვალს ვერაფერი გამოეპარება.

ასე რომ, ერთმა უბრალო დამთხვევამ შეიძლება, სამუდამოდ შეცვალოს ადამიანის ბედი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები